მთავარი პოლიტიკა ციტატა

ღარიბაშვილი ნაცმოძრაობაზე: „დუბინკით“ გაუპატიურების ფაქტები, სასტიკად მოპყრობა და ცემა დადგმულია? ეს ხომ რეალობაა

რაც არ უნდა ილაპარაკონ მათ, რომ ციხის კადრები დადგმულია, ტყუილია და დეზინფორმაციაა, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით. საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველამ ვიცით, ვის რა შეეხო, ვის რა უბედურება გადახდა და ვის როგორ ექცეოდნენ. ჩვენ კი არა, მთელმა მსოფლიომ აღიარა და საჯაროდ დაგმო. ამერიკაში, ევროპაში ყველგან იციან, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ბოროტად იყენებდა ძალაუფლებას და ჩაგრავდა საკუთარ ხალხს. აქედან გამომდინარე, უსუსური მცდელობაა, რომ თითქოს ეს დადგმულია. რა არის დადგმული, ვეკითხები ამ ადამინებს, კარანტინის დაშლა დადგმულია? დუბინკით გაუპატიურების ფაქტები, სასტიკად მოპყრობა, ცემა, ეს არის დადგმული? ეს ხომ რეალობაა, ეს ხომ ჩვენ ყველამ ვნახეთ. მთელმა მსოფლიომ იხილა ეს ამაზრზენი, შოკის მომგვრელი კადრები

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში იმედი LIVE ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაზე საუბრისას განაცხადა.

იტვირთბა....