მთავარი საზოგადოება ციტატა

ბეროშვილი: ოცნების წინასაარჩევნო რგოლი ვნახე და ცუდად გავხდი, იმდენად ნეგატიური იყო

ქართული ოცნების ერთ-ერთი წინასაარჩევნო რგოლი ვნახე და მართლა ძალიან ცუდად გავხდი. არ ვიცი ამაზე მუშაობენ თუ არა ქაოტურად, მაგასაც ხომ თავისი ცოდნა უნდა. მართლა ცუდად გავხდი იმდენად ნეგატივით იყო გაჟღენთილი… ისეთი ქაოტური განცხადებები აქვთ, საერთოდ დაიბნევი ადამიანი. არ მესმის რას ნიშნავდა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, უნდათ რომ გადაიყვანონ კლინიკაში [მიხეილ სააკაშვილი], რათა მერე იქიდან გაიტაცონო. საერთოდ, რა კომიკურ რეალობაში ვცხოვრობთ?

ამის შესახებ მსახიობმა ილო ბეროშვილმა ტვ პირველის ეთერში ქართული ოცნების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

იტვირთბა....