aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სუს: საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ლოპანთან საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

მათივე ცნობით, უწყების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

“ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები წარმოადგენს დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისაკენ და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა საშუალებას უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად.

იტვირთბა....