aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოზი შალვა კეკელია ნაცმოძრაობაზე: ესენი არიან ახალი კომუნისტები, ზუსტად იგივე მეთოდებით მოქმედებენ

წარსულზე რომც არ ვილაპარაკოთ, ხომ ვხედავთ, დღეს რას აკეთებენ, რა დამოკიდებულება აქვთ პატრიარქის მიმართ, რა დღეში ჩააგდეს ეს ეპოქალური ადამიანი. ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში ლანძღავენ პატრიარქს. მე რასაც ვხედავ, ეს დაძაბულობა და დაპირისპირება სულ ამ ადამიანებისგან მოდის. მათ არ სურთ, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და ვიცხოვროთ ნორმალურად. პირადად ჩემზე მთავარი არხის ეთერში ისეთი რაღაცები თქვეს, კვესიტაძის გადაცემაში რუსული დაზვერვის აგენტად დამასახელეს – ქვეყნის მოღალატედ გამომაცხადეს. ასე ლახავენ ადამიანების რეპუტაციას. ჩემთან მოდიან დედები, რომლებსაც შვილები უმძიმეს მდგომარეობაში ჰყავთ; შვილები, რომლებსაც მშობლები ცუდად ექცევიან – ეს ადამიანები უნდა გვენდობოდნენ, ეს ხალხი კი ყველანაირ ნდობას ანადგურებს. 100 წლის წინ კომუნისტების მოსვლის შემდეგ ქართველმა კაცმა, რომელმაც თავის დროზე ხატს ფეხი არ დააბიჯა, ზუსტად იმავე ერმა თავისი ხელით ტაძრებიდან ჯვრები ჩამოხსნა, სასულიერო პირები დახვრიტა და დაწვა. მე სულ ვამბობ, რომ ესენი არიან ახალი კომუნისტები, რომლებიც იგივე მეთოდებით მოქმედებენ
aviabiletebi
ავიაბილეთები

მის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა.

იტვირთბა....