ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროპელი სოციალისტები: ჩვენი ანალიზით და გამოკითხვით ოცნება ყველა მუნიციპალიტეტში იმარჯვებს

პარტია ევროპელი სოციალისტები  განცხადებას ავრცელებს და ამბობენ, რომ ქართული ოცნება ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

“მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტია სარგებლობს დიდი უპირატესობით ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩვენების მეორე ტურის წინ. იმ გამოკითხვისა და ანალიზის შედეგად, რომელიც ჩვენმა პარტიამ ჩაატარა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ყველა  ქალაქის მერობის მეორე ტურის არჩევნებზე და ასევე, უმეტეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოებში“ – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პოლიტიკური პარტია აპირებს ბოლომდე და უკომპრომისოდ  იბრძოლოს იმ რაიონში, სადაც მეორე ტურის არჩევნებზე გავიდა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი და მიუხედავად არჩევნების შედეგებისა, პარტია დაუბრუნდება კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმს,  როგორც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, მის გარეთ”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

 

იტვირთბა....