aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი ენმ-ზე: წააგეს არჩევნები, მათი მთავარი ლიდერი ციხეში და ამის მიუხედავად, აცხადებენ, რომ მოიგეს, წარმოგიდგენიათ, როგორი ანეკდოტია?

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ მოსახლეობას, ნაციონალურ მოძრაობას არავითარი დღის წესრიგი არ აქვს, ძალა, რომელიც გამოირჩეოდა მხოლოდ და მხოლოდ ცრუ დაპირებებით, ათასი სისასტიკით, დანაშაულებით და კრიმინალით, ცრუ დაპირებასაც კი ვეღარ ბედავს, რადგან იციან, რომ მათ სიტყვას არავითარი ფასი აღარ აქვს , – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, როგორმე გარკვეული ქაოსის და დესტაბილიზაციის შემოტანა ქვეყანაში.

„წარმოიდგინეთ, როგორ აბსურდულ მდგომარეობაში არიან – წააგეს არჩევნები, მათი მთავარი ლიდერი არის ციხეში და დიდხანს იქნება ციხეში სააკაშვილი. ამის მიუხედავად, აცხადებენ, რომ მოიგეს არჩევნები. წარმოგიდგენიათ, საერთოდ როგორი ანეკდოტია? მთავარი კრიმინალი გვიზის ციხეში – ბატონი სააკაშვილი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....