ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახაძე ოცნების აქციაზე: ეს არის დამადასტურებელი, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება

ქართული ოცნების დეპუტატის, ლადო კახაძის განცხადებით, 27 ოქტომბერს მმართველი გუნდი არჩევნების შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს.

მისი თქმით, 27 ოქტომბრის აქცია იქნება იმის დამადასტურებელი, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება.

“ეს არის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი შეხვედრა. თავყრილობა იქნება განმსაზღრელი, საბოლოოდ როგორ დავაჯამოთ და დავათავროთ ეს არჩევნები. არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ, უსაფრთხოდ და ყველამ აღიარა როგორც დემოკრატიის ნაწილი. მეორე ტურები დემოკრატიის ზუსტად ის ნაწილია, რომელიც მიესადაგება სტანდარტებს, რომლებსაც მოგვიწოდებს ყველა ჩვენი პარტნიორი. ალბათ, ამის თაობაზე იქნება საუბარი, მოწოდება გამხნევება, მადლობის თქმა, მსოფლიოს ყურადღების მიქცევა კიდევ ერთხელ.

ჩვენ დიდ ეტაპს ვამთავრებთ ამ არჩევნებით. იყო კონფლიქტური სიტუაციები და განიმუხტა. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ჩვენ არ ვუხვევთ ამ გზიდან. ეს იქნება დამაჯამებელი შეხვედრა. ვის უნდა გავუკეთოთ ჩვენ კონტრაქცია, ეს რა ბავშვური თემაა?! ხელისუფალი ვართ, ამხელა ძალაუფლების მქონეები ვართ, ვალდებულები ვართ შიგნით მოსახლეობასთან  და გარე სამყაროსთან. ეს არის დამადასტურებელი აქცია, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება და კიდევ ერთხელ უნდა შევაჯამოთ არჩევნები”, – განაცხადა კახაძემ მეტრონომთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ 27 ოქტომბერს მასშტაბური წინასაარჩევნო აქცია დააანონსა.

იტვირთბა....