ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქართული ოცნება 27 ოქტომბერს მასშტაბურ აქციას გამართავს

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომ არის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი 27 ოქტობერს შემაჯამებელ საარჩევო შეკრებას გამართავს.

მისი თქმით, შეკრება 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მოხდება.

“მინდა გაცნობოთ, რომ ზეგ, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება ჩვენი პარტიის მარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება. ათეულობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოო დასამაცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისათვის.

2 ოქტომბერს ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა ამომრჩევლის 47%-მა. პრაქტიკულად ყოველმა მეორე ამომრჩეველმა, რაც გვაძლევს სტიმულს და შესაძლებლობას, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის. ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს გელოდებით თავისუფლების მოედანზე”, – განაცხადა კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

იტვირთბა....