ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი ციტატა

ხაბეიშვილი ბრეგაძეზე: დღეს თუ შარვალ-კოსტუმით დგას, ამნეზია არ უნდა დაემართოს – სააკაშვილის მეცადიონებით ისწავლა გერმანიაში

ამ იუსტიციის მინისტრად წოდებულს იქნებ შეახსენონ, რომ მიშა სააკაშვილის მეცადინეობით და დახმარებით ისწავლა გერმანიაში. შეახსენეთ, რომ ლესია უკრაინკაზე ნაციონალური მოძრაობის ოფისში აიდგა ფეხი, მოვლილი აქვს სამინისტროები და აქტიურად იყო ჩართული “სტუდკავშირის” აქტივობებში. შეახსენეთ ამ ახალგაზრდა კაცს, რომ დღეს თუ შარვალ – კოსტუმით დგას და ვიღაცამ მინისტრი უწოდა, არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ამნეზია დაემართოს. პრეზიდენტ სააკაშვილს თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს, უკან დარჩება თანამდებობაც და მისი პატრონიც

წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტს გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ, სადაც მულტიფუნქციური კლინიკაა.

იტვირთბა....