aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბრეგაძე: საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მულტიპროფილურ კლინიკაში მოხდება.

მისივე თქმით, კონსილიუმზე სამოქალაქო კლინიკასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

“ბოლო დასკვნა, რომელიც დადო კონსიულმმა სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში, აქ საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე, რაშიც გვადანაშაულებენ ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები და მათ შორის ოპონენტებიც, არ ყოფილა…

მრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს სამოქალაქო კლინიკას, პირადად თქვენ ატყუებთ საზოგადოებას, როდესაც მე მაბრალებთ ტყუილს”, – განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 25-ე დღეა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრობაში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს.

იტვირთბა....