aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა ციტატა

ბურჯანაძე: მაშინ არ ვიყავი პრორუსი, დედამისი და მამამისი რომ ჩემ პარტიაში იყვნენ? გეყოფა, ირაკლი, რაც მოპარე ჩემ პარტიას!

დარწმუნებული ვარ, ნიკა მელია მოიგებს თბილისში, იმედი მაქვს ოპოზიცია მოიგებს დანარჩენ ქალაქებს, და ქართული ოცნება ხუხულასავით ჩამოიშლება, ეს ხომ არ არის ორგანიზაცია, რომელიც ფასეულობებზე და პრინციპებზეა… ბურჯანაძის პრორუსობაზე, გია ვოლსკი რომ დაიწყებს ლაპარაკს, ძალიან დიდი ბოდიში, ცოტა სასაცილო ხომ არ არის, რამე რომ იყოს? კობახიძე ჩემი პარტიის პროცენტებზე რომ ლაპარაკობს, მე მიუხედავად იმისა, რომ კობახიძემ ყველაზე მეტი მტრობა გაგვიწია ბიძინას შემდეგ, კარგად შეასრულა მისი დავალებები და თავადაც რაღაც წაამატა, მე ვზოგავ მას და რააღაცეებს არ ვამბობ. ეტყობა კობახიძეს იმის იმედი აქვს, რომ არის რაღაცა, რასაც ბურჯანაძე არ იტყვის, იმიტომ, რომ არ გადავა იმ ზღვარს რასაც ადამიანობა ჰქვია, თუმცა, კობახიძე და მისი ოჯახი ამას ნამდვილად იმსახურებს.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუსტად ვიცი, ვიცი მისი კომპლექსების და ჩემი პარტიის მიმართ დამოკიდებულების მიზეზი რა არის, მაგრამ ძალიან ვზოგავ, კობახიძე პრორურსულ ბურჯანაძის პარტიაზე რომ ლაპარაკობს დედამისი და მამამისი იმ პრორუსულ პარტიაში არ იყვნენ, პუტინს რომ ხვდებოდა ბურჯანაძე? მაშინ არ ვიყავი პრორუსული, თუ თუ მაშინ არა უშავდა, პრორუსული რომ ვიყავი? ამაზრზენი ხდება უკვე და გეყოფა ირაკლი, რაც გააკეთე, საკმარისია! რაც მოპარე ჩემ პარტიას, რაც მუქარები შეასრულე, გეყოფა, საკმარისია. მოპარვაში ვგულისხმობ, 2016 წელს კობახიძემ, გაახმოვანა, ბარიერს ვერ გადალახავთო, მაშინ, როცა 10-12% გვქონდა მხარდაჭერს და 5% იყო ბარიერი და ოთხი და რაღაცა დაგვიწერეს, შემდგომ, 2020 წლის არჩევნებში გვითხრა 1%-საც ვერ აიღებთო, ან ვანგაა და ან არ ვიცი, რა სისტემით მუშაობს.

მეორე ტურში გამარჯვება, მით უფრო თბილისში და ცენტრალურ ქალაქებში გამარჯვება, ყველამ კარგად ვიცით, რომ იქნება გარდამტეხი და ეს მოგვიტანს ვადამდელ არჩევნებს

ამის შესახებ ერთიანი საქართველოს ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....