ფილადელფიაში 30 წლის მამაკაცმა, პოლიციელს საპატრულო მანქანაში ჩაჯდომის დროს 11-ჯერ ესროლა. დაჭრის მიუხედავად სამართალდამცველმა დამნაშავეს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა. დამნაშავე რამდენიმე წუთში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავე მოპარულ იარაღს იყენებდა. მამაკაცი ამტკიცებს, რომ ისლამურ სახელმწიფოს ერთგულება გამოუცხადა და პოლიციელზე თავდასხმის მოტივი ეს იყო. დაკავებულის დედა ირწმუნება, რომ მის შვილს მენტალური პრობლემები აქვს.
იტვირთბა....