ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბრაიზა: ევროპა და ამერიკა დაიღალა, ისინი არ ჩაერევიან არჩევნებსა და დაპირისპირებებში, შემაწუხებელია

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანის მეთიუ ბრაიზას განცხადებით, ევროპა და ამერიკა საქართველოში მიმდინარე პროცესებით დაიღალა და ამას დიდ ყურადღებას აღარ უთმობენ. ამის შესახებ ის ინტერპრესნიუსთან საუბრობს.

“ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში კვლავ პოლიტიკური დაძაბულობაა. ამას ემატება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 19 აპრილს მიღწეული შარლ მიშელის შეთანხმების გაუქმება. საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კი კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა. საქართველოს მეგობრები ვაშინგტონსა და ევროპაში დაღლილები არიან და ამ ყველაფერს უკვე დიდ ყურადღებას აღარ უთმობენ.
ვფიქრობ, ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი. არ აქვს მნიშვნელობა, რა სამართლებრივი პროცესებია მის წინააღმდეგ აღძრული. როდესაც ოპოზიციის ლიდერი და ამავდროულად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია, ეს თავისთავად წარმოქმნის პრობლემას და მსოფლიოს თვალში ჩანს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება. ეს ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის მთავრობას და ქვეყანას კრიზისში ამყოფებს”,- ამბობს მეთიუ ბრაიზა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს.

იტვირთბა....