ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოგიჩაიშვილი: ახალი შტამი 15-ჯერ სწრაფად ვრცელდება და რთული აღმოსაჩენია

მოსკოვის ოლქის მთავარი პოლიკლინიკის წამყვანი თერაპევტი ნინო გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ექიმების ვარაუდით, რუსეთში დაფიქსირებულ კორონავირუსის ახალი შტამი 15-ჯერ უფრო მარტივად ვრცელდება, ხოლი მისი აღმოჩენა სიმპტომების გამოვლენიდან ერთი დღის ვადაშია შესაძლებელი. ამის შესახებ ის რუსთავი ორის ეთერში საუბრობს.

“არის ვარაუდი, რომ დაავადებულების დაახლოებით 10%-ს აქვთ ახალი შტამი, უბრალოდ, მისი აღმოჩენა რთულია, რადგან დაკავშირებულია აღებული მასალის დოზაზე. თუ პირველივე დღეს მოხდა მისი დათესვა, იგი აღმოჩნდება და თუ დრო გადის – ვერ პოულობენ. თითო დაავადებულ ადამიანს კი შეუძლია 10-დან 9 ადამიანი დააავადოს, თუმცა დელტა შტამთან შედარებით უფრო მეტ გართულებას არ იწვევს და დაახლოებით ისეთივე რჩება, როგორც ეს დელტა შტამის შემთხვევაშია. თუმცა კვლევები გრძელდება, რადგან ეს ახალი ინფორმაციაა, საშიშია იმით რომ უფრო მეტად ახალგაზრდები ავადდებიან და 15 პროცენტით მეტი აქვს გადამდებობა. გენი ერთი და იგივე აქვთ და მკურნალობას ისე ექვემდებარება, როგორც სხვა შტამები”,- ამბობს ნინო გოგიჩაიშვილი.

იტვირთბა....