“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, სომხეთში ვირუსის H1N1 27 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდა ამისა, გაზრდილია პნევმონიის შემთხვევებიც. ვირუსის გავრცელების გამო საავადმყოფოები სავსეა. ყველა პაციენტი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით H1N1, რომელიც გავრცელდა ადამიანებს შორის და გამოიწვია 2009 წლის ეპიდემია, არის გრიპის აქამდე უცნობი ვერსია. ე.წ. “ღორის გრიპი” განკურნებადია.