მთავარი საზოგადოება ციტატა

ნიკოლეიშვილი: პატიმარმა სააკაშვილმა თავისი განდიდების მანია გვერდზე უნდა გადადოს და ფანტაზიებიდან გამოვიდეს

[su_quote]პატიმარ სააკაშვილს აქვს განდიდების მანია და თვლის, რომ ის არის განსაკუთრებული. ის არის ჩვეულებრივი პატიმარი. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ მე არაფრის გადატრიალების მომწყობი არ ვიყავი. ბატონ ნადარეიშვილის დეპარტამენტმა გამოიძია და ვინც დაწერა ის ბრალი, ყველაფერი დადგენილია, დაზარალებულად გვცნეს და სასამართლომ ყველა გაგვამართლა. მან ხომ იცოდა, რომ ეს ტყუილი იყო. როდესაც ჩვენ დაგვიჭირეს, ვერტმფრენები დაფრინავდნენ ქალაქში, თითქოს ბოროტმოქმედები დაიჭირეს.

მაშინ თქვა, იმაზე კი არ მწყდება გული ესენი რომ დაიჭირეს, იმაზე მწყდება გული, უკრაინასთან ჩვენმა ნაკრებმა რომ წააგოო. საბედნიეროდ, მე ისეთივე სოციოპათი არ ვარ და ვერ ვიტყვი იგივეს, მაგრამ პატიმარმა სააკაშვილმა თავისი განდიდების მანია გვერდზე უნდა გადადოს და ფანტაზიებიდან გამოვიდეს. ის არის ჩვეულებრივი პატიმარი. რიგითი პატიმრები სამწუხაროდ დაავადებულები არიან და ისინი ციხეში რჩებიან[/su_quote]

ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში იმედი LIVE განაცხადა.

იტვირთბა....