ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

5 ივლისს ძალადობაში ბრალდებული კუტალაძე პატიმრობაში დატოვეს

5 ივლისს ძალადობაში ბრალდებული დავით კუტალაძე პატიმრობაში დატოვეს.

დღეს გაიმართა 5 ივლისის ძალადობრივ კონტრაქციაზე ძალადობაში ბრალდებული სხვა 5 პირის – თორნიკე დავლაშელიძის, გიორგი გიგუაშვილის, ცოტნე ჩიხლაძის, ოთარ გელაშვილისა და აკაკი ნაკაშიძის – სასამართლო პროცესიც. ადვოკატებმა ამ შემთხვევაშიც პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვეს, თუმცა არ დაკმაყოფილდა.

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობაში ბრალდებულს, დავით კუტალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 13 ივლისს შეეფარდა.

კუტალაძე სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას ამბობდა, რომ ის არა მოძალადე, არამედ ქართველი ვაჟკაცია. მიუხედავად იმისა, რომ მისი არაერთი ძალადობრივი მოწოდებაა ცნობილი, ის ამტკიცებს, რომ ჟურნალისტები ცდილობენ მისგან მოძალადე და განტევების ვაცი შექმნან.

იტვირთბა....