ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: ოპოზიციის კოალიცია, ეს არის ჩვეულებრივი ნაცმოძრაობა დაშლილი და შეერთებული

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის მიერ წარდგენილი მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი არის დაშლილი ნაციონალური მოძრაობა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ვერანაირი პოლიტიკური პერფორმანსი ვერ შეცვლის თბილისელების დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ. ვერანაირი პოლიტიკური პერფორმანსი ვერ მოაწესრიგებს ვერც საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ვერც ინფრასტურქტურას, გარემოსდაცვის მიმართულებას, რეკრეაციულ სივრცეს. ჩვენ ვართ, ერთადერთი რეალური გუნდი, ვისაც აქვს ამ ქალაქთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვა, გაკეთებული საქმეები ყველა მიმართულებით ბოლო 4 წლის განმავლობაში.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არსებულ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც ყველას გვაწუხებს, მომდევნო 4 წლის განმავლობაში პასუხი გაეცეს. სასაცილო იყო, ადამიანი გამოდის, კონკრეტული ადამიანები წარადგინა, ესენი იქნებიან კონკრეტულ თანამდებობაზეო, როდესაც თბილისის საკრებულოში ქართული ოცნებაა უმრავლესობაში წარმოდგენილი. მე, როდესაც გავიმარჯვებ და წარვადგენ კონკრეტულ კანდიდატებს მოადგილეებად და სამსახურის უფროსებს, ეს დედაქალაქის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. გუშინდელი კოალიცია, ეს არის ჩვეულებრივი ნაციონალური მოძრაობა დაშლილი და შეერთებული”,- ამბობს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა ნიკანორ მელიამ კოალიცია მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა.

იტვირთბა....