ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვიჩია ხაზარაძეზე: ვერ წამომიდგენია, კაცს ნახევარი მილიარდი ჰქონდეს და მელიას მოადგილეობა უნდოდეს

ვერ წამომიდგენია, კაცს ნახევარი მილიარდი ჰქონდეს და მელიას მოადგილეობა უნდოდეს, – ამის შესახებ გირჩის დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით განაცხადა.

“ვერაფრით ვერ ვხსნი, ვერ წამომიდგენია, კაცს ნახევარი მილიარდი ჰქონდეს და მელიას მოადგილეობა უნდოდეს, ძალიან დიდი პატივისცემით მელიასთან, მაგრამ ეს ჩემნაირი ადამიანისთვის წარმოუდგენელია, გამიკვირდა. ჩემი აზრით, ბევრად ამბიციური უნდა იყოს ხაზარაძე მისი წარმატებული კარიერიდან გამომდინარე, რისთვისაც პოლიტიკამდე ხელი მოუკიდია. წარმატების სიმბოლოა ზოგადად და ამას ყოველთვის ვაფასებ”,- ამბობს ხვიჩია.

შეგახსნენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე ჩრდილოვან კაბინეტში ვიცე-მერად დასახელდა.

იტვირთბა....