ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღარიბაშვილი მელიას კოალიციური გუნდის წარდგენაზე: ნორმალური ადამიანი ამ ფარსს არ დაიჯერებს

პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გუშინდელი ნიკანორ მელიას კოალიციის წარდგენა იყო სრული ფარსი და ამას ნორმალური ადამინაი ვერ დაიჯერებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“მათი ფიქტიური დაყოფები, ვითომ ახალი პარტიების შექმნა მათსავე წიაღში, რა თქმა უნდა, ეს იყო ფარსი და ტყუილი… ამ ადამიანებს დაკარგული აქვსთ რეალობის შეგრძენბა და განცდა. მათ ჰგონიათ, რომ მოსახლეობას, როგორც ატყუებდნენ მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასევე ეგნოათ ახალც. რომელმა ნორმალურ ადამიანმა შეიძლება დაიჯეროს ის ფარსი, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. არცერთი არ იყო მანდ სხვა პარტიის წარმომადგენელი გარდა მამუკა ხაზარაძისა, რომელიც ასევე ფიქტიურად იყო სხვა პარტიის სახელით წარმოდგენილი. მამუკა ხაზარაძე ყოველთვის, ბანდიტი სააკაშვილის, მორჩლი მსახური იყო. ნებისმიერ ბიზმესმენს ჰკითხეთ… ეს არის ფარსი.. ეს არის ჩვეულებრივიად ნაციონალური მოძრაობის გუნდის პრეზენდეტია. ისინი 30 ოქტომბერს სასტიკად დამარცხდებიან”,- ამბობს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ კოალიციური გუნდი წარადგინა.

გუნდის სრული შემადგენლობა ასეთია:

  • თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატები – მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე
  • ხოშტარია და ირაკლი აბესაძე;
  • ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის სამსახურის ხელმძღვანელი – სოფო ჯაფარიძე;
  • კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი – მედეა
  • მეტრეველი;
  • დედაქალაქის მერიის ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელი – გიორგი ნონიაშვილი;
  • მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი – დიმიტრი ბიძინაშვილი;
  • იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი – გიგა ლემონჯავა;
  • თბილისის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – დავით ლაგვილავა;
  • ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი – ვასო ურუშაძე;
  • თბილისის განვითარების ფონდი – ნიკა ვაჩეიშვილი;
  • თბილსერვის-ჯგუფი – ბესო გაზდელიანი;
  • გლდანის გამგებელი – თენგიზ გიორგაძე;
  • ნაძალადევის გამგებელი – ლერი დემეტრაშვილი;
  • დიდუბის გამგეობა – დავით ნაფეტვარიძე;
  • ჩუღურეთის გამგეობა – კახა ჟღენტი;
  • ვაკის გამგეობა – საბა ბუაძე;
  • საბურთალოს გამგეობა – ოთარ თავართქილაძე;
  • ისნის გამგეობა – ლანა გალდავა;
  • სამგორის გამგეობა – გულიკო ზუმბაძე;
  • კრწანისის გამგეობა – რომეო ფარულავა;
  • არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი – ანა ბიბილაშვილი.
იტვირთბა....