ახალი ამბები მთავარი ციტატა

კალაძე: 10 000 ავარიული შენობის ჩანაცვლება 4 წელში შეუძლებელი იქნება, მაგრამ აქ მთავარია პროგრამა დაიდო

[su_quote]10 000-მდე შენობა-ნაგებობაა ქალაქში, რომელსაც სხვადასხვა ავარიულობის კატეგორიის ხარისხი აქვს მინიჭებული. ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვინც ამ შენობებს წლების განმავლობაში ამაგრებდა და დავდეთ პროგრამა, რომლის საშუალებითაც მომდევნო წლებში ამ სახლების ჩანაცვლება, განახლება, მოწესრიგება უნდა მოვახდინოთ ისე, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ეს ერთი თეთრიც არ დაუჯდებათ. ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი. ამ ადამიანებს დროებით, ქირით გადავიყვანთ და 2 წელში სამუშაოების დასრულების შემდეგ ისინი გარემონტებულ სახლებში დაბრუნდებიან. ცხადია, 10 000 ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება 4 წელში შეუძლებელი იქნება, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ დაიდო პროგრამა თავისი წესებით და რეგულაციებით, რომელიც მომდევნო ათეულობით წლის განმავლობაში ყველა მთავრობას შესაძლებლობას მისცემს, ერთხელ და სამუდამოდ ეს მოძველებული საბჭოთა ავარიული შენობა-ნაგებობები, განახლდეს ახალი ქართული არქიტექტურის შენობა-ნაგებობებით[/su_quote]

განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.

 

იტვირთბა....