ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით ზალკალიანი და ზვიად გონაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დაინიშნენ

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, ბრძანება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დავით ზალკალიანის და ზვიად გონაძის დაინიშვნის შესახებ 8 იანვარს გამოქვეყნდა.

დავით ზალკალიანს 2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. მან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი 2014 წლის შემოდგომაზე ალასანიას გუნდთან ერთად დატოვა. ზალკანიანი   ოპოზიციური პარტიის წევრი ბოლო პერიოდამდე იყო. ცოტა ხნის წინ  ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ზვიად გონაძეს  საერთაშორისო დონორებთან და ფინანსურ ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

 

იტვირთბა....