ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე: ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის

მინდა მოსახლეობას ავუხსნა, რომ მუდმივი სპეკულაცია მიდის, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს. ჩვენს ქვეყანაში სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს, ჩვენ სრულად გამჭირვალე პროცესი გვაქვს, ჩვენთან კანონის უზეანესობა უზრუნველყოფილია. აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის პირადად, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია ჩვენი ხალხი რას იტყვის. სააკაშვილს ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს არის პროკურატურის, გამოძიების და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ დადგენილი და შესაბამისად, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება

განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 15 ოქტომბერს ევროპარლამენტარებმა შეადგინეს წერილი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს.

იტვირთბა....