ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ოცნება სამეგრელოში კანონიერი ქურდების მობილიზაციას ახდენს

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის და ოპოზიციის თბილისის მერობის საერთო კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ქართული ოცნება სამეგრელოში კანონიერი ქურდების მობილიზაციას ახდენს.

როგორც მან მთავარი არხის ეთერში აღნიშნა, ქვეყანაში დღეს ხელისუფლება არ არსებობს.

“სად არის ხელისუფლება? ვინ არის ხელისუფლება? ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლება? ღარიბაშვილია ხელისუფალი თუ კობახიძე? კრიმინალები არიან ბოლომდე, ნირწამხდარი, შეშინებულები, მორალურად განადგურებულები და დემორალიზებული ადამიანები არიან ისინი. ძალაუფლების გარეშე უბრალოდ არაფერს წარმოადგენენ, სავარძლის ავტორიტეტი აქვთ და მეტი არაფერი.

ღარიბაშვილი სავარძლიდან რომ ადგება, და ადგება აუცილებლად და სავარძელი აღარ ექნება ერთი ადგილის ქვეშ, ვინ იქნებიან? დასრულებული იქნება ეს მათი ბოგინი, რა კანონიერი ქურდებიც არ უნდა ჩართონ და იძალადონ. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ მთელ სამეგრელოში ახლა მობილიზაციას ახდენენ კანონიერი ქურდებისა. კანონიერი ქურდები და კრიმინალების ჩართულობა უშველის ახლა ბიძინა ივანიშვილს?”, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....