aviabiletebi
მთავარი საზოგადოება

პენიტენციური სამსახური: ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში არის ბუნტი, რაც სრული სიცრუეა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსთავის N 17 პენიტენციურ დაწესებულებაში არის ბუნტი და პატიმრებს გამოკეტილი ჰყავთ დაცვა, სიცრუეა.

მათივე ცნობით, ეს არის იმ ბინძური დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას.

“ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში არის ბუნტი და პატიმრებს გამოკეტილი ჰყავთ დაცვა.

ეს არის სრული სიუცრუე და იმ ბინძური დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტებზე  შეტევას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ხანძრის გამო, რომლის ლოკალიზების პროცესიც თითქმის დასრულებულია, პენიტენციურ დაწესებულებას, სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ მიეწოდება ელექტროენერგია. ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შემდგომ  ყველა პატიმარს მიეცემა ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან და პატივი სცენ  ჩვენს საზოგადოებას”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, N17 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრი პირადად პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილზე აკონტროლებს ვითარებას.

იტვირთბა....