aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკუჩავა გახარიაზე: არ არსებობს ნახევრად ორსული ქალი – ან აძლიერებს რეჟიმს, ან არა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, გიორგი გახარიამ უნდა გადაწყვიტოს არის რეჟიმის წინააღმდეგობაში, თუ მოქმედებს მის გასაძლიერებლად.

მისივე თქმით, თუ გახარიას არ შეუძლია საჯარო მხარდაჭერა, მას შეუძლია საკუთარ აქტივს მოუწოდოს და იმუშავოს მათთან.

“თავად უნდა გააკეთონ ეს არჩევანი. იცით, საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია, რომ პირველი ტურის კანდიდატები გამოხატავენ საჯარო მხარდაჭერას ამა, თუ იმ კანდიდატის მიმართ. თუ ეს არ შეუძლია ბატონ გახარიას, საჯარო მხარდაჭერა, მას შეუძლია საკუთარ აქტივს მოუწოდოს და იმუშავოს მათთან.

არ არსებობს ასეთი ცნება – ნახევრად ორსული ქალი, ან არის, ან არ არ არის. აქაც ასეთი არჩევანია ან არის რეჟიმის წინააღმდეგობაში, ან არ არის, ან მოქმედებს რეჟიმის გასაძლიერებლად, ან არ მოქმედებს. ეს არჩევანი მას, გახარიას ვგულისხმობ, არ აქვს მხოლოდ თბილისში, არამედ ბევრ სხვა მუნიციპალიტეტში, სადაც გაიმართება მეორე ტური და სადაც ოპოზიციას აქვს გამარჯვების დიდი შესაძლებლობა და შანსი”, – განაცხადა ბოკუჩავამ რუსთავი 2-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....