aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზი: ვთხოვე სააკაშვილს, მოეწოდებინა მომხრეებისთვის, რომ ყველამ ვიფიქროთ შერიგებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეუფე ნიკოლოზმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა, სადაც მან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყოფილ პრეზიდენტთან ჰქონდა გზავნილი, რომ ყველამ უნდა იფიქროს შერიგებაზე და ქრისტიანულ მიტევებაზე.

“მე ვერ გეტყვით როგორ გრძნობს თავს. რაც ვნახე, ჩვეულებრივად გამოიყურება. გარდა იმისა, რომ ადამიანური საუბარი გვქონდა, მე მქონდა მის მიმართ ასეთი გზავნილი – ვფიქრობ, რომ დღეს ყველანი, მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე. გამოსავალი აქედან არის, რომ შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი და მე ვთხოვე ბატონ მიხეილს, რომ მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, რომელ ტელევიზებსაც შეიძლება მოუწოდოს, რომ ჩვენ ვიფიქროთ ყველამ ერთად შერიგებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე, ჩვენ მისატევებელი გვაქვს ძალიან ბევრი ერთმანეთისთვის”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მე-13 დღეა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

იტვირთბა....