ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

გაბუნია: ექიმები და ექთნები, რომლებიც მოქალაქეებს ვაქცინაციაში ჩართავენ, თითო პირზე 20 ლარს მიიღებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამა გაბუნია აცხადებს, რომ ექთნები და ექიმები, რომლებიც მოქალაქეებს ვაქცინაციაში ჩართავენ, თითო პირზე 20 ლარს მიიღებენ.

მისივე თქმით, ექიმები და ექთნები მოსახლეობასთან კონსულტაციის პროცესში 8 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან.

“ახლა, უკვე მივედით იმ ეტაპზე, როდესაც პირისპირ კომუნიკაციის გარეშე, ადამიანი დაარწმუნო, რომ აცრა უსაფრთხო და ეფექტურია, რთულია. ოჯახის ექიმი და ექთანი ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც დიდი ზეგავლენის მატარებელია, განსაკუთრებით, სოფლად. თუ ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებულ მოქალაქეს ეტყვის, რომ აცრა არის საშიში, აბსოლუტურად წყალში გადაყრილია ყველა ძალისხმევა, რომელიც ჩვენ შეიძლება გავწიოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ექიმები მეტად აქტიურად და სერიოზულად დაკავდნენ კონსულტაციის პროცესით. რას ნიშნავს ეს ახალი სქემა, რომელიც ჩვენ უკვე გავუშვით – ხვალიდან დაიწყება აქტიური კონსულტაციები ოჯახის ექიმებთან და ექთნებთან, რომ მათ დაიწყონ მუშაობა თავიანთ მოსახლეობასთან. ეს არის სტანდარტული კონსულტაცია, 20 ლარი არის ერთ პირზე, რომელიც შემდეგ ნაწილდება გარკვეული, მცირე ადმინისტრაციული ხარჯით და დანარჩენი პერსონალის ხელფასი”, – განაცხადა გაბუნიამ პალიტრა ნიუსის ეთერში.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 1 844 965 აცრაა ჩატარებული.

იტვირთბა....