[su_quote]ბოლო სამი დღეა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია შეინიშნება. ბოლო სამი დღეა, წინა ორ კვირასთან შედარებით, გვაქვს დაახლოებით სამასი ერთეულით მეტი ახალი შემთხვევები. ეს ძალიან ყურადღებამისაქცევი ფაქტია, ისევ გვეწყება ზრდა ახალი შემთხვევების. ამიტომ, ამ პროცესს მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია შეაჩერებს. თან ახლა მოდის ცივი სეზონი, მოვა სხვა ვირუსები, განსაკუთრებით ოქტომბრის ბოლოს გრიპი. ახალი ტერმინი გაჩნდა უკვე წლევანდელი – ტვინდემია. ტვინდემია ანუ შეერთება, ტვინდემია ამ ორი ინფექციის – გრიპისა და კოვიდის, რომელიც ძალიან საყურადღებოა. თუ არ ავიცერით და თუ კრიტიკული მასა არ დაგროვდა იმუნური ფენის მოსახლეობაში, დღეს გვაქვს50-55%, თუ არ გვექნა 80% – გადატანილი + აცრილი, რთული ნოემბერი გვექნება, გთხოვთ ტელევიზიებს, დაუთმეთ დიდი დრო მოწოდებებს, რათა უფრო ბევრი ადამიანი აიცრას[/su_quote]
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემიმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ.

