გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშილს ახალ თანამდებობას ულოცავს.
„გერმანია დარჩება საქართველოს პარტნიორად ეკონომიკურ და დემოკრატილს საკითხებში. დარწმუნებული ვარ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კვლავაც პოზიტიური კუთხით განვითარდება. მე გისურვებთ წარმატებულად შეძლოთ იმ გამოწვევებისთვის თავის გართმევა, რომელიც თქვენი ქვეყნის წინაშე დგას.“ – ნათქვამია მერკელის მიერ გამოგზავნილ წერილში.
წერილში გერმანიის კანცლერი ვიზალიბერალიზაციის საკითხსაც ეხება და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო რეფორმებს გააგრძელებს.