ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გოგინავა: მამა-შვილი წოწორიები შეხვდნენ სააკაშვილს, ჩაიხუტეს გულში და ასეთი დამოკიდებულების გამო ისინი დააკავეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებული მამა-შვილის, ზურაბ და შალვა წოწორიების ადვოკატმა გიორგი გოგინავას განცხადებით, მამა-შვილი წოწორიები შეხვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, რასაც ქვია, ჩაიხუტეს გულში და ასეთი დამოკიდებულების გამო ისინი დაკავებული არიან.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია.

„ეს ადამიანები რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არ არიან, ისინი შეხვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, რასაც ქვია, ჩაიხუტეს გულში, ასეთი დამოკიდებულება აქვთ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. იმის გამო, რომ ეს დამოკიდებულება აქვთ, დღეის მდგომარეობით ისინი დაკავებული არიან. მათ პრეზიდენტის ტრანსპორტირება უზრუნველყვეს. ის ბრალი, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს აქვთ წარდგენილი, აბსურდულია, არ ჯდება მოქმედ კანონმდებობაში, რას ედავება ბრალდების მხარე, თავადაც არ იცის, მათ დანაშუალი არ ჩაუდენიათ. დანაშაულის დაფარვა რაში გამოიხატება, ხელი შეუშალეს დანაშაულის გახსნას? კანონს უნდა სწორად წაკითხვა, მსჯავრდებული პირის მიერ სასამართლოსთვის ხელისშეშლა რაში გამოიხატება?”- ამბობს  გოგინავამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურამ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის  გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის მუხლით ზურაბ და შალვა წოწორიებს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას – სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს.

იტვირთბა....