საბურთალოს რაიონის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება 2 საათით შეუწყდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, სოფელ დიღომის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მაცხოვრებლებს (510 აბონენტს).
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.