Netflix საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. Netflix-საქართველოსთან ერთად კიდევ 129 ქვეყნის ბაზარზე შევიდა. კომპანიის გადაწყვეტილება გასულიყო საერთაშორისო ბაზარზე მომენტალურად აისახა მისი აქციების ფასზე, რომელიც ერთ დღეში 10%-ით გაიზარდა.
Netflix-ის სერვისი საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ხელმისაწვდომია, მისი შეძენა შესაძლებელია Paypal-ის ანგარიშითა და პლასტიკური ბარათით. საწყისი პაკეტის ღირებულებაა თვეში €7.99, რაც დაახლოებით 20 ლარია. საწყისი პაკეტის მფლობელებს, სტანდარტული გარჩევადობის ვიდეო-სტიმინგი შეეძლებათ. ასევე არსებობს სტანდარტული პაკეტი, რომელიც €9.99 ღირს, მის მფლობელებს HD ხარისხის ვიდეოების ნახვის შესაძლებლობა აქვთ. Netflix-ს €11.99-ად ასევე პრემიუმ პაკეტიც აქვს, რომლის მეშვეობით 4K რეზოლუციის ვიდეოების სტრიმინგია შესაძლებელი. Netflix მომხმარებლებს უფასო ერთ თვიან საცდელ პერიოდსაც სთავაზობს.