არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხვიჩია: სამწუხაროდ, გაიმარჯვა ისევ მიშა-ბიძინამ, ცვლილებების შესაძლებლობა დამარცხდა

პარტია გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, დღევანდელ არჩევნებში სამწუხაროდ, ისევ მიშა-ბიძინამ გაიმარჯვა.

მისივე თქმით, არჩევნებში იმუშავა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ცნობილმა მეთოდმა – მიხეილ სააკაშვილის საფრთხობელად გამოყენების შესახებ.

„სამი ეგზიტპოლის შედეგებია გამოქვეყნებული და სამივე შედეგები ისე ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ფიზიკურად ახლა სერიოზულად რომელიმეზე კონცენტრირება ამ წუთას მიჭირს, მაგრამ ტენდენცია რაც შეინიშნება ამ ეგზიტპოლების შედეგად მემგონი ცხადია. სამწუხაროდ, ისევ გაიმარჯვა მიშა – ბიძინამ და დამარცხდა ცვლილებების შესაძლებლობა. ამ არჩევნებში იმუშავა “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” ცნობილმა მეთოდმა – მიხეილ სააკაშვილის საფრთხობელად გამოყენების შესახებ. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის შესახებ, რომ მე მაქვს ვერსია, რომ ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ და ახლა, ამ კულმინაციურ მომენტში გამოვიდა ისე, რომ ფაქტობრივად მიხეილ სააკაშვილის და შეიძლება “ქართული ოცნების” შეთანხმებული 43 % – იან ბარიერს (რასაც კვლევები გვეუბნება”) ქართული ოცნება გადალახავს.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ ძალიან კონკრეტული შედეგი დადო. არსებობს შანსი იმისა, რომ ქართველი ხალხი მიხვდეს, რომ მისით ერთობიან. შესაბამისად, როდესაც ამას მიხვდება, მაშინ დაივიწყებენ მიშას შიშს, მიშას ან ბიძინას სიყვარულს, სხვანაირად დაიწყებენ ამ სიტუაციიის შეხედვას. მანამდე სანამ შესაძლებელია, რომ ადამიანმა, ჩამოისეირნოს უკრაინაში, ჩაბარდეს მთავრობას, მოქმედებდეს, როგორც მის, ისე მთავრობის რეიტინგზე, რა თქმა უნდა, მთავრობის რეიტინგზე უფრო მეტი თვალსაზრისით, რადგან გასაგებია, რომ  43%-იან ბარიერთან დაკავშირებულ პრობლემას ისინი იხსნიან. ხოლო, “ნაციონალურ მოძრაობას” და მიხეილ სააკაშვილს ეს აწყობს იმ თვალსაზრისით, რომ კაცი ჩამოვიდა, კამპანია არ ჰქონიათ, არაფერი და პარტიის რეიტინგმა მოიმატა. უბრალოდ ეს არ აწყობს ქართველ ხალხს, რომელიც შეაშინეს, რომ ბუა, რომელიც ადრე თუ ჩამოვიდოდა… შესთავაზეს ახალი ვერსია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია. ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დახურულია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.

იტვირთბა....