ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ქართულმა ოცნებამ თბილისი წააგო

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია ფეუისბუქ მიმართვისას აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ თბილისში არჩევნები წააგო.

მისივე თქმით, ოპოზიცია მნიშვნელოვნად იგებს როგორც პარტიულ, ასევე თბილისის მერობის ნაწილშიც.

“დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თბილისი ქართულმა ოცნებამ წააგო. წააგო დიდი სხვაობით. აგებს ბატონ კალაძეს თბილისს, თბილისის მერობის ნაწილშიც და პარტიულ ნაწილშიც ოპოზიცია მნიშშვნელოვნად უგებს. საკრებულო თავიდან ბოლომდე აქვს წაგებული. უმრავლესობით მოდის თბილისში მმართველობაში ოპოზიცია. ამიტომ, ახლა მნიშვნელოანია, რომ ვინც კი ვერ მოახერხეთ, ან ახლა აპირებთ, მივიდეთ, ყველა ჩვენს მეგობარს, ნათესავს დავურეკოთ, შევეხმიანოთ და საქმე მივიყვანოთ ბოლომდე – გამარჯვებამდე.

პასუხს ვაგებ ჩემს თითოეულ სიტყვაზე და გასამხნევებლად არც საკუთარი თავისთვის და არც თქვენთვის ამ ფეისბუქ ჩართვას არ ვახორციელებ. მონაცემებზე დაყრდნობით გეუბნებით, თბილისი ქართულმა ოცნებამ წააგო, აგებენ ორივე ნაწილში. რეფერენდუმის ნაწილში ჯამურად მნიშვნელოვნად, დრამატულად აგებენ და აგებენ თბილისის მერის ნაწილშიც. ამიტომ, წავედით ყველანი არჩევნებზე, ვინც ჯერ კიდევ არ ვყოფილვართ”, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები 64 მერსა და 64 საკრებულოს 2 068 წევრს პროპორციული და მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო.

იტვირთბა....