ახალი ამბები მთავარი სამართალი

ესპანეთში მოკლული ქართველების შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსულო არ ფლობს

31 და 46 წლის მამაკაცები ბარსელონასთან მდებარე ქალაქ ტერასაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილები ქართველები არიან, ხოლო ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა, კიდევ 3 ქართველი იმყოფებოდა, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი დაკავებულია. სამართალდამცველები დამნაშავეს ეძებენ, რომელმაც მიმალვა მოახერხა.

ესპანეთში მოკლული ქართველების შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსულო არ ფლობს. დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ მედიისგან შეიტყვეს.

იტვირთბა....