ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გახარია: დღეს არ არის ჩვეულებრივი მუნიციპალური არჩევნები, დღეს განახლების არჩევნებია

პარტია საქართველოსთვის ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით აღნიშნული არჩევნები არ არის მხოლოდ მუნიციპალური, არამედ ეს განახლების არჩევნებია.

ამასთან, გახარიამ მოქალაქეებს არჩევნებში ჩართულობისკენ მოუწოდა

„დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ, წავიდეთ წინ და დავიწყოთ ქვეყანაში მშვიდობიანი ცვლილებები.

მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დღეს შრომობს როგორც საჯარო მოხელე, როგორც საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრი, მინდა მოვუწოდო, დაიცავით მოქალაქეების ნება, კეთილსინდისიერად შეასრულეთ თქვენი უფლება-მოვალეობები, ეს განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ყველა ის დარღვევა, უამრავი დარღვევა, რომელსაც ჰქონდა ადგილი დღის განმავლობაში, იქნება აღრიცხული როგორც ჩვენს მიერ, ასევე დამკვირვებლების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამიტომ მოვუწოდებ საარჩევნო კომისიის წევრებს, მიუხედავად მათი პარტიული მიკერძოებულობისა, განვახორციელოთ კეთილსინდისიერად უფლება-მოვალეობები.

ბოლოს მინდა საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდო, მივიდეთ არჩევნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება. დავუმტკიცოთ საერთაშორისო საზოგადოებას და ერთმანეთს, რომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, მოდით არჩევნებზე“, – განაცხადა გახარიამ.

იტვირთბა....