ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ღარიბაშვილი: ნაცმოძრაობა ჩამოშლილია, დამაჯერებლად ვიმარჯვებთ, ეს ბოლო არჩევნებია 2024 წლამდე

[su_quote]ნაციონალური მოძრაობა ჩამოშლილია. არსებული მონაცმეებით, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რადგან ეს გამარჯვება კიდევ უფრო გავამყაროთ და სიძლვილზე აგებულზე პოლიტიკურმა ძალამ ამ არჩევნებში გადამწყვეტი მარცხი განიცადოს. ეს არის აუცილებელი პირობა, რათა დამშვიდდეს ჩვენი ერი, ეს აუცილებელი პირობაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითრებისთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის. ეს არის ბოლო არჩევნები 2024 წლამდე და სულ რაღაც 3 საათი გვაშორებს საბოლოო გამარჯვებამდე. ნაციონალურ მოძრაობას უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც რეფერენდუმი[/su_quote]

განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

იტვირთბა....