ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: ქართული ოცნება მყარად მოიგებს არჩევნებს

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი დღეს მყარად მოიგებს არჩევნებს.

მისივე თქმით, ოპოზიციას არავითარი რესურსი აღარ აქვს.

“რა აქცია, რომელი აქცია, არავითარი აქციის რესურსი, არც ქუჩაში გამოსვლის რესურსი, არც ქვეყნის გადატრიალების რესურსი, არაფრის რესურსი მათ არ აქვთ. ვერაფერს ვერ მიაღწევენ. დღეს ქართული ოცნება მყარად მოიგებს არჩევნებს. ყველაფერი იქნება კარგად, ყველაფერი იქნება მშვიდად”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები 64 მერსა და 64 საკრებულოს 2 068 წევრს პროპორციული და მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო.

 

იტვირთბა....