ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კუჭავა: მეც ვფიქრობდი, რომ სააკაშვილი არ იყო საქართველოში, ვიდეო აწყობილი გრაფიკა მეგონა

[su_quote]ჩემი თანაგუნდელები არ ამბობდნენ ტყუილს, ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ. მეც ვფიქრობდი, რომ სააკაშვილი არ იყო საქართველოში, ვერც დავიჯერებდი. მოხდა მისი დაკავება ისე, რომ ერთი ადამიანიც კი არ დაშავებულა. ჩვენ გვაჩვენეს ვიდეო, მე გავეცი მარტივი პასუხი, არ მჯერა, რომ სააკაშვილი არის საქართველოში და სიმართლე გითხრათ, ის ვიდეო ნამდვილად მეგონა აწყობილი გრაფიკა[/su_quote]

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, კერძოდ კი თბილისში გუშინ, 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

იტვირთბა....