მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია და ლეიბორისტული პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი გადაცემა მთავარ აქცენტებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ქუმსიშვილის გაღიზიანება მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებულმა IPSOS GLOBAL-ის კვლევამ გამოიწვია, სადაც ლეიბორისტული პარტიის შედეგი 0.3%-ს შეადგენდა და აღნიშნული მონაცემები მთავარმა არხმა არ გამოაქვეყნა.
“ყველაფერი მოიტყუეთ და ნუ მალაპარაკებთ ახლა იმ ზარებზე, რომელიც წინ უძღოდა ამ გამოკითხვის შედეგებს თქვენი პარტიის მხრიდან. ძალიან არ მინდა ამაზე ეთერში საუბარი. გეყოფათ ახლა ეს სისულელე. გეყოფათ, სანამ მითქვამს ღიად ყველაფერი. შედეგი დამიწერეთ და მესამეზე ამიყვანეთ უთხარით ვისთანაც გაგსვლიათ იმას. მე არავინ არსად არ გამყავს და მე არავის არაფერს არ ვუწერ. ჩემს რეპუტაციაზე ლაპარაკობთ. ისულელებთ თავს თუ სულელი ხარ?”, – მიმართა გვარამიამ ქუმსიშვილს.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია მთავარი არხის დაკვეთით კვლევითმა ორგანიზაცია IPSOS GLOBAL-მა წინასაარჩევნო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის მიერ გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპოდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია.