ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე გახარიაზე: ეს კაცი ყველანაირ ფსკერზეა დაშვებული

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, გახარია ყველანაირ ფსკერზეა დაშვებული.

“როდესაც კეზერაშვილის ტელევიზიაში დგახარ და ამბობ, რომ ივანიშვილმა შენი იმედი ვერ გაამართლა, ეს არ ვიცი რა კომენტარს იმსახურებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ყველანაირ ფსკერზე არის დაშვებული. როდესაც ასე საუბრობ და ხვდები რა გაწყობს და რა არა, ფსკერს ქვემოთაც ხარ. მთელი მისი აგიტაცია აგებული იყო იმაზე, რომ მას ჰქონდა კოორდინაცია ოცნებასთან, ივანიშვილთან და ა.შ., მაგრამ დღეს ის კეზერაშვილის ტელევიზიაში პირდაპირ დაუპირისპირდა ივანიშვილს. ის ისეთ ქმედებებზეა გადასული, რაც ბოლომდე თვითდაზიანებას ნიშნავს”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ივანიშვილმა მისი და მოქალაქეების ნდობა ვერ გაამართლა.

იტვირთბა....