ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გოლეთიანი-ნამახვანჰესზე : პოპულისტურად არ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, აი აბა მიდი, პასუხი აგე ძმაო ან ვისი პასუხისმგებლობაა

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციის წარმომადგენელის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით მნიშვნელოვანია ნამახვანჰესის საკითხს პოპულისტურად არ მივუდგეთ და პასუხისმგებლობის საკითხი რეალურად დადგეს

ამასთან, გოლეთიანმა აღნიშნა, რომ  ხალხის არგუმენტირებულმა ბრძოლამ ამ მიმართულებით ხელისუფლებაც და ოპოზიციაც წელში გადატეხა.

„ეხლა პოპულისტურად არ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, აი აბა მიდი, პასუხი აგე ძმაო ან ვისი პასუხისმგებლობაა. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ მართლა ჩავიხედოთ ამ საკითხის სიღრმეებში და გამოვიძიოთ ვისი დანაშაულია. მე პირდაპირ გეუბნებით, რომ არის ხელისუფლების დანაშაული მთელ ამ პროცესში იმიტომ ,რომ გააფორმა მსგავსი ტიპის ხელშეკრულება და ეხლა ცდილობს ვექტორების გადატანას სულ სხვა მიმართულებით- ხალხს დააბრალოს. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ და ქართველ ხალხს მივულოცო, რომ დაფიქსირდა უპრეცედენტო ფაქტი, როცა ხალხმა დაიწყო არგუმენტირებული ბრძოლა  და ამ მიმართულებით ხელისუფლებაც და ოპოზიციაც წელში გადატეხა “,- აღნიშნა გოლეთიანმა

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც ნამახვანჰესი უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი.

იტვირთბა....