ლელოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეკლესიის დაფინანსება ახალი ტიპის მოდელი უნდა შეიქნას, რომელის დროსაც თავად მრევლი გადაწყვეტს თუ როგორ მოხდება დაფინანასება . ამის შესახებ განცხადება ხაზარაძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გააკეთა.
“მინდა განვმარტო, რომ ეკლესია არის სასულიერო დასისა და მრევლის ერთობა. ჩვენ ვართ ეკლესია, ვინც ახლა ამ ეკლესიას ვეკუთვნით, შესაბამისად, იქ დამალული არ უნდა იყოს, ვიღაცას ერევა ეკლესია საპატრიარქოში და ასე შემდეგ.
მე ვფიქრობ, რომ გადასასვლელია ახალი ტიპის დაფინანსებაზე და თვითონ მრევლმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ უნდა დააფინანსოს ის. უამრავი მეთოდი არსებობს ამის, გერმანული მეთოდი, სხვა მეთოდი, როდესაც თვითონ ადამიანები იხდიან თავისი გადასახადებიდან და ბეგარისგან თავისუფლდებიან. უამრავი მექანიზმია, ამაზე დისკუსია უნდა მოეწყოს”, – აღნიშნა ხაზარაძემ

