მთავარი ციტატა

გოცირიძე: ყველა, ვინც ნამახვანჰესის ინვესტორის გაქცევას შეუწყო ხელი, არის ან უნებლიე მტერი, ან ვარლამი

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს ეხმაურება.

როგორც გოცირიძე აცხადებს, ყველა, ვინც ინვესტორის გაქცევას ხელი შეუწყო, ქვეყნის უნებლიე მტერია.

“გიხაროდენ! ნამახვანჰესის ინვესტორი გაიქცა. ყველა, ვინც ამას შეუწყო ხელი, არის ან უნებლიე მტერი ან ვარლამი!”, – აღნიშნავს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება.

 

იტვირთბა....