ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ევროკავშირში საქართველოს ელჩის ბრიუსელში დაბარების საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ ამაში სკანდალური არაფერია.
მისივე თქმით, უკვე რამდენიმე დღეა, რაც მედიაშია აღნიშნული საკითხით აჟიტირება ხდება.
“არაფერი ამაში სკანდალური არ არის. მე ამ შეხვედრის შესახებ კონკრეტულად არ ვიცი, თუმცა, იმ პირობებში, როცა ამ თემაზე, სამწუხაროდ, მერამდენე დღეა, მედიით ხდება ამ საკითხით აჟიტირება, რა თქმა უნდა, განმარტებებს ვაძლევთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ეს საჭიროა და ამ კომუნიკაციაში ჩვენ ჩვენი არხებით, რა თქმა უნდა, ვართ, რომ განმარტებები მივცეთ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამო, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სუს-ი დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებს უსმენდა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში დაიბარეს.

