aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სუს-ის მოსმენების გამო საქართველოს ელჩი ევროკავშირში ბრიუსელში დაიბარეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტან მახარობლიშვილი ბრიუსელში დაიბარეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილების მიხედვით, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც უსმენენ, მათ შორის, კარლ ჰარცელსაც.

“თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქცია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ, რადგან ეს საბოლო ჯამში ვენის კონვენციის დარღვევას ეხება და არ არ არის ბუნებრივი, როდესაც ასეთი დამოკიდებულებაა პარტნიორი ქვეყნის მხრიდან. გუშინ, საქართველოს ელჩი ევროკავშირში დაბარებული იყო ბრიუსელის სათაო ოფისში, რათა დაფიქსირებულიყო პოზიციები და ყოფილიყო შემდგომი მსჯელობა. დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ვადევნებთ თვალყურს მოვლენებს და გვაქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან”,- ამბობს ჰარცელი.
იტვირთბა....