ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბი გამოსცდა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება. ბომბის აფეთქებას 5.1 მაგნიტუდის ბიძგები მოჰყვა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.
ბიძგები აშშ-ს გეოლოგიურმა კვლევების ცენტრმაც დააფიქსირა.
შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეას გაერომ სანქციები უკვე დაუწესა ატომური ბომბის საცდელი აფეთქებების გამო. ბოლოს ასეთი აფეთქება ჩრდილოეთ კორეამ 2013 წელს განახორციელა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭო აპირებს დღეს სხოდამა გამართოს.