[su_quote]ჭყონდიდის მიტროპოლიტად გამოცხადებული სტეფანე კალაიჯიშვილის დღევანდელი აქტი, რომლითაც ერისკაცებად გამოაცხადა ბერები არის სრულიად ანტიკანონიკური, რადგან ბერობის ახდა მხოლოდ საეკლესიო კრებას ხელეწიფება, ამასთან თავად სტეფანე კალაიჯიშვილი ბრალდებულია მრუშობაში და სანამ საეკლესიო სასამართლო არ გაამართლებს მას, იქამდე მისი მღვდელმთავრობა არის არალეგიტიმური და კანონიკურად წარმოუდგენელია რომ თავისი ბრალმდებლები დასაჯოს, მაგრამ უკანონო საბჭოური ფორმაციის საპატრიარქოს მიერ წაქეზებული იგი ყველანაირ ძალადობაზე და რეპრესიებზე მიდის.
სტეფანე კალაიჯიშვილი არის მოძალადე და შურისმაძიებელი, ის არც ქრისტიანია და არც ეპისკოპოსი, ისაა ეშმაკეული ბოროტებით აღვსილი, ბინძური მოსიარულე ლეში. ამასთან სტეფანეს სიბინძურე და დღევანდელი აქტი არის ორმაგად სამარცხვინო და მთელი საქართველოს მასხრად აგდება, როდესაც სუსის ფაილებით და სამხილებით არაერთი კრიმინალი, სექსუალურად გარყვნილი და ნარკომანი მოქმედი სასულიერი პირი ჰყავს საქართველოს საპატრიარქოს, როგორც დაბალი, ისე მაღალი იერარქიიდან[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რითაც ეხმაურება მეუფე სტეფანეს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მან 10-მდე სასულიერო პირი სრულად განკვეთა.

