ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოჯახის გადაწყვეტილებით, ნიკა კვარაცხელიას სახელობის სტიპენდია დაწესდება

ოჯახის გადაწყვეტილებით, ნიკა კვარაცხელიას სახელობის სტიპენდია დაწესდება.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში კვარაცხელიას დედის მეგობარი, ნინო ზამბახიძე წერს.

“ეს არის ნიკოს დედა, ჩემი მეგობარი საოცარი იზა! ხუთი შვილის დედა, რომელმაც გასაოცარი ბავშვები გაზარდა. უფროსი იყო ნიკო. ოჯახის გადაწყვეტილებით, გააგრძელებენ ნიკოს დაწყებულ საქმეს აქაც და უცხოეთშიც. ასევე დააწესებენ ნიკოს სახელობის სტიპენდიას! მომავლის ბიჭის სახელობის მომავლის სტიპენდია”, – წერს სოციალურ ზამბახიძე.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელს, ნიკა კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. შემთხვევა ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ოპერაციის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....